რუსთაველის გამზირზე ისევ ხალხმრავლობაა
21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი. შემდეგ ყველამ რუსთაველის გამზირზე მოიყარა თავი. ავტომობილების სავალი გზა გადაიკეტა. მთავარ აქციას თანდათან უერთდებოდნენ დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები.






