„ერთობის ჯაჭვი“ საქართველოს მასშტაბით
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების 31-ე დღეს, დემონსტრატებმა ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვი" შექმნეს. აქტივობა საქართველოს ათამდე სხვადასხვა ქალაქში დაიგეგმა, თუმცა ყველაზე მასშტაბური ჯაჭვი თბილისში შეიქმნა და დედაქალაქის რვა ხიდი და მდინარე მტკვრის სანაპიროები მოიცვა. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და უკანონოდ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

















