Georgia's European Orbit

რეპრესიები საჯარო სამსახურში

რეპრესიები საჯარო სამსახურში


"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 3 და 4 დეკემბერს კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებლად იქნებოდა რეაგირება იმ საპროტესტო განცხადებებზე, რომელიც გააკეთეს საჯარო მოხელეებმა. ისინი დაემუქრნენ საჯარო სამსახურს - გასუფთავებით" - ამის შესახებ საქართველოს ერვოპული ორბიტის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც საჯარო სამსახურში დაწყებულ და მიმდინარე რეპრესიებს შესახებ. 


არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას თუ რომელ უწყებებშია დაწყებული პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების გათავისუფლება და კონკრეტულად ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნაში.