არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკაზე გამართეს ბრიფინგი
"ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მიზანი პროტესტის მონაწილეების დაშინება, პროტესტის შესუსტება და აქციის მონაწილეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.
ეს არის რეპრესიის იარაღი და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის სახელმწიფო პოლიტიკა.” - ამის შესახებ არამსათვრობო ორგანიზაციების ბრიფინგზე "საქართველოს ევროპული ორბიტის” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.
ბრიფინგი შეეხო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკას.
