Georgia's European Orbit

არასამთავრობოები რუსეთის მოქალაქეების საქმეს გამოეხმაურნენ

არასამთავრობოები რუსეთის მოქალაქეების საქმეს გამოეხმაურნენ


თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომელთა საფუძველზეც პროევროპული აქციების მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს -  ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულს  ნარკოტიკული საშუალებების „შეძენა-შენახვის" ბრალდებით 8.5-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა. 

რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც ივანიშვილის მიერ მიტაცებული სასამართლოს გამრუდებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ. ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო ამ სამ ადამიანს გაამართლებდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდა.