ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში - ოქტომბერი - ნოემბერი, 2025
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეები, მათ წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი ფიზიკური,საპატიმრო და ფინანსური რეპრესიების მიუხედავად, ყოველდღიურად იკრიბებიან დედაქალაქსა და სხვაქალაქებში და ითხოვენ საქართველოს ევროპული კურსის აღდგენას, ახალი სამართლიანი არჩევნებისჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ჟურნალისტთა, აქტივისტთა და პოლიტიკოსთა წინააღმდეგ ჩადენილი დოკუმენტირებული დანაშაულების არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა და არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
2025 წლის 4 ოქტომბრამდე პატიმრობაში იყო საპროტესტო აქციებში მონაწილე 53 პირი, ხოლო 4 ოქტომბრისაქციასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დევნა დამატებით დაიწყო 73 პირის მიმართ, მათგან - 61 პირს შეეფარდა პატიმრობა, 10 პირის მიმართ გამოყენებულია გირაო, ხოლო 2 პირზე გამოცხადებულია ძებნა.
ამ დროისთვის, სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ იმყოფება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. ჯამში, პატიმრობაში იმყოფება 11 ოპოზიციონერიპოლიტიკოსები და ლიდერები, გირაო შეფარდებული აქვს 2 ოპოზიციონერ ლიდერს, ხოლო ერთი ლიდერისმიმართ გამოცხადდა ძებნა და მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
