Georgia's European Orbit

ქალებს აიძულებდნენ სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას

ქალებს აიძულებდნენ სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას


"საქართველოს ევროპული ორბიტას" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელებმა საზოგადოებას გააცნეს დაკავებული ქალების მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის მიხედვით აქციებზე დაკავებულ ქალებს ექცეოდნენ არასათანადოდ.
სხვადასხვა მონათხრობის მიხედვით, დგინდება, რომ ზოგიერთ მათგანს აიძულებდნენ სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებასაც კი. ყოფილმა სახალხო დამცველმა და "საქართველოს ევროპული ორბიტას" ხელმძღვანელმა შეახსენა სამართლადამცავებს, რომ სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო წესებით. დასაშვებია ჩხრეკისას მხოლოდ სხეულის გარკვეული ნაწილების დათვალიერება. შემოწმება არ უნდა ხდებოდეს ვიდეოკამერების მეთვალყურეობის ქვეშ.
 
 

დაკავშირებული ბმული

https://www.facebook.com/share/v/1FViT7R6DS/