Georgia's European Orbit

რეპრესიები, ნაწილი 8 (ივლისი-სექტემბერი, 2025)

რეპრესიები, ნაწილი 8 (ივლისი-სექტემბერი, 2025)


საქართველოში 10 თვეა უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელიც 2024 წლის 28 ოქტომბერს "ქართული ოცნების”  ევროპული კურსიდან გადახვევის  პოლიტიკის გამოცხადების გამო დაიწყო.  მოქალაქეები, მათ წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი ფინანსური, საპატიმრო და ფინანსური რეპრესიების მიუხედავად, ყოველდღიურად იკრიბებიან დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში და ითხოვენ საქართველოს ევროპული კურსის აღდგენას, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ჟურნალისტთა, აქტივისტთა და პოლიტიკოსთა წინააღმდეგ ჩადენილი დოკუმენტირებული დანაშაულების: თავდასხმის, მძიმე ფიზიკური დაზიანების, არაადამიანური მოპყრობის, მათ შორის, წამებისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის არცერთ ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიცემულა. რეჟიმმა ფიზიკურად იძალადა და სისტემურად აწამა ასობით დემონსტრანტი ძალის და/ან უცნობი ქიმიური გამღიზიანებლების გამოყენებით, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესების გრძელვადიანი ეფექტები. აშკარა ფაქტების საწინააღმდეგოდ, "ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ აღიარებს ძალადობის მასშტაბს და აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მხოლოდ "ორი-სამი შემთხვევა” იყო. 

გადმოწერე

რეპრესიები,ნაწილი8(ივლისი-სექტემბერი,2025).pdf