მასობრივი რეპრესიები საჯარო სამსახურებში
საქართველოს ევროპული ორბიტა აგრძელებს პოდკასტების სერიას და ამჯერად გთავაზობთ საუბრებს მასობრივ რეპრესიებზე საჯარო სამსახურებში.
რა ხდება საჯარო სამსახურში მას შემდეგ, რაც ასობით მოხელე ევროპული კურსის მხარდამჭერი პეტიციის გამო გაათავისუფლეს?
პოდკასტის სტუმრები იყვნენ ყოფილი საჯარო მოხელეები - მარიამ კანდელაკი და სალომე ნატროშვილი. მათ ისაუბრეს თუ როგორ "გაწირა" სისტემამ გამოცდილი და კეთილსინდისიერი თანამშრომლები და რა სისტემური პრობლემები გამოიკვეთა ამ პროცესში.
