Georgia's European Orbit

“ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიღებული უფლებაშემზღუდველი და რეპრესიული კანონების მიმოხილვა

“ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიღებული უფლებაშემზღუდველი და რეპრესიული კანონების მიმოხილვა


წინამდებარე მიმოხილვა ასახავს 28 ნოემბრის შემდეგ, საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ „ქართული ოცნების" ოფიციალური განაცხადის გამო დაწყებული საპროტესტო მოძრაობის კვალდაკვალ კანონმდებლობაში შეტანილ ძირითად ცვლილებებს, რომლებიც პირდაპირ და შუალოდ პროტესტის ჩასახშობის და განსხვავებული შეხედულების მოქალაქეების მიმართ რეპრესიების გატარების მიზნით არის მიმიღებული.
ცვლილებები შეეხო იმ საკითხების მარეგულირებელ აქტებს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანიების თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის თავისუფლების აღკვეთის საპროცესო გარანტიებს უკავშირდება. მიღებულია როგორც სრულიად ახალი კანონები, ისე ცვლილებები მოქმედ აქტებში. აღსანიშნავია, რომ რეპრესიისთვის გამოყენებულ ძირითად აქტებში, მაგალითად სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, „გრანტების შესახებ" და სხვა საქართველოს კანონებში ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, კანონის ნორმის ადრესატების მიმართ რეპრესიის დამძიმებისა და რეჟიმისათვის მოქმედების გამარტივებისთვის. ცვლილებების დიდი ნაწილი საკანონმდებლო პაკეტების სახით იქნა წარდგენილი, რაც ცვლილებებს ერთდროულად ათამდე ან მეტ აქტში ითვალისწინებდა. დაჩქარებული განხილვების გარეშეც, ჩვეულებრივი წესით მიღებული კანონებისა და მთელი პაკეტების შემთხვევაში, ფორმალურადაც შეუძლებელი იყო საკითხების შინაარსობრივი, სიღრმისეული განხილვა.ფორმალურ განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ პროფესიულ, დამოუკიდებელ, ობიექტურ ორგანიზაციასა და ექსპერტს. ყოველ ჯერზე იგნორირებულ იქნა საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის დასკვნები. ცვლილებების დიდი ნაწილი, გამოქვეყნების შემდეგ სტანდარტურლი დროის დაცვის გარეშე, დაუყოვნებლივ აამოქმედეს.

გადმოწერე

საკანონმდებლოცვლილებებისმიმოხილვა.pdf