ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში. მე-10 პერიოდული მიმოხილვა
წელიწადი და 4 თვეა საქართველოში უწყვეტად გრძელდება საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც 2025 წლის28 ნოემბერს "ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყეტილებას მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეთა მიმართ გატარებული რეპრესიების - ფიზიკური თავდასხმების, კოლოსალური ფინანსური ჯარიმების, ქონების დაყადაღების, სამსახურებიდან გათავისუფლებების, ტროტუარზე დგომის გამო საპატიმრო სანქციების მიუხედავად, პროტესტი არ შეწყვეტილა, არამედ ტრანსფორმირდა. ბოლო თვეებია უწყვეტ ყოველდღიურ პროტესტთან ერთად, მოქალაქეები ყოველ შაბათ საღამოს მრავალრიცხოვანი მარშით გამოხატავენ მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის უკუსვლისადმი შეუგუებლობას.
ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ მე-10 პერიოდული მიმოხილვაში მოუყარა თავი, რომელიც ეფუძნება საჯაროდ გავრცელებულ წყაროებს
