Georgia's European Orbit

მორიგი ანტიკონსტიტუციური ცვლილებები

მორიგი ანტიკონსტიტუციური ცვლილებები




„ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული - 3 დღიანი განხილვის შედეგად მიიღო

მორიგი ანტიკონსტიტუციური და უფლებაშემზღუდველი ცვლილებები „შეკრებებისა და

მანისფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში, რომელსაც პოლიცია იმდაგვარად

განმარტავს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის ტროტუარზეც, შეკრება პოლიციის წინასწარ

ინფორმირებას და თანხმობას მოითხოვს. პოლიციას, ასევე, უფლება ეძლევა თავად

განსაზღვროს მანიფესტაციის ჩატარების დრო, ადგილი, ან სვლაგეზი. ამ მოთხოვნების

დაუმორჩილებლობა 15 და 20 დღიან პატიმრობებს ითვალისწინებს.


კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანომდებლობა შეკრებისა და

მანიფესტაციის მონაწილეებს სხვა უფლებებისა და თავისუფლებების "არასამართლიანი

შეზღუდვის ხარჯზე” უპირობო უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ცვლილებების მიზანია,

უზრუნველყოფილი იქნას "სამართლიანი ბალანსის” დაცვა, ერთი მხრივ, შეკრების

თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ,

მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან

მანიფესტაცია მიმდინარეობს.


"ბალანსის” დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დაევალა, რაც ამ უწყების მიერ

დამკვიდრებული უფლებაშემლახველი პრაქტიკის გათვალისწინებით გამორიცხავს

უფლებებს შორის რეალური წონასწორობის დაცვასა და შეკრების ძირითადი უფლების

კონსტიტუციური ფარგლებით განხორციელებას.

უფრო ვრცლად იხილეთ ანგარიშში 

გადმოწერე

უფლებაშემზღუდველიცვლილებები„შეკრებებისადამანიფესტაციებისშესახებ“საქართველოსკანონშ3.pdf