მორიგი ანტიკონსტიტუციური ცვლილებები
საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის პოლიციის წინასწარი ნებართვის პროცედურა დგინდება
საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის პოლიციის წინასწარი ნებართვის პროცედურა დგინდება
2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების დაშლის დროს მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ტოქსიკური ნაერთი - კამიტი (ბრომბენზილ ციანიდი). კამიტის სახელით ცნობილი ქიმიური აგენტი 1930-იანი წლებიდან აკრძალული ნივთიერებაა მის მიერ ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების გამოწვევის გამო. დანარჩენი ნახეთ სპეციალურ ანგარიშში
საქართველოში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით 358 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარტია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გადაწყვეტილებას.
მესამე მოსმენით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. რა შედეგები აქვს ინიციატივას როგორც პარტიისთვის, ასევე მასთან დაკავშირებულად გამოცხადებულ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. გაიგე უფრო მეტი
ანგარიში მომზადებულია ორგანიზაციების - “საქართველოს ევროპული ორბიტა” და საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ. დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო მასალას და აერთიანებს ადამიანის უფლებათა იურისტების მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს.
რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერების სამართლებრივი უზრუნველსაყოფისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით, ფორმალური, არაშინაარსობრივი განხილვით, რომელიც რიგ შემთხვევაში ორ წუთზე ნალები დროით გრძელდებოდა მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმისათვის მიუღებელი კონკრეტული პირების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები მიიღო.
წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული მანიპულაციებისა და გაყალბების ყოვლისმომცველ ანალიზს. დოკუმენტი ეფუძნება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მედიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის დასკვნებს.
“საქართველოს ევროპული ორბიტა” უარს ამბობს ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციაზე და დგას თითოეული მოქალაქის გვერდით, რომელიც იცავდა, იცავს და სამომავლოდაც დაიცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!