BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების თაობაზე და თანმდევი მოვლენები
გამოძიების მიგნებები ემყარებოდა სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული ქიმიური მარაგების ცხრილს, სადაც მოცემული იყო საერთაშორისო კლასიფიკატორების - UN3439 და UN1710 კოდით არსებული ქიმიური ნივთიერებები;
- აქციაზე დაზარალებული პირების გრძელვადიანი სიმპტომების კლინიკურ კვლევებს;
- საერთაშორისო ექსპერტის მეცნიერულ მოსაზრებებს;
- შსს-ს ყოფილი თანამშრომლებისა და მოწმეთა ჩვენებებს.
