Georgia's European Orbit

შობის ღამე რუსთაველის გამზირზე

შობის ღამე რუსთაველის გამზირზე


რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქრისტეშობის დღესასწაული ერთად აღნიშნეს. საშობაო საგალობლებით, სანთლებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, პროტესტის მეორმოცე დღეს გადავსებული იყო. ქაშუეთის წინ, ათი ათასობით მოქალაქე ერთად ლოცულობდა, ხალხთან იდგნენ სასულიერო პირებიც. რეჟიმის პატიმრების გასამხნევებლად პარაკლისი გადაიხადა ბეთლემის ტაძრის წინამძღოლმა არქიმანდიტრმა დოროთემ.


Photo Gallery