11 პირის საქმე: "სახეზე არ არის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა"
"საქართველოს ევროპული ორბიტას” და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტებმა განიხილეს მათ ხელთ არსებული მასალები და დაადგინეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თერთმეტივე ბრალდებული უდანაშაულოა, რადგან სახეზე არ არის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა.
გარდა ამისა, 2025 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობა."
