თავისუფლების ხმა #1 - ზვიად ცეცხლაძე
თავისუფლების ხმა #1 - ზვიად ცეცხლაძე
ციხიდან დარეკვისას ყოველი წუთი ძვირფასია. პოლიტპატიმრებმა ამ დროის ნაწილი ჩვენთან, საზოგადოებასთან სასაუბროდ გამოყვეს.
ჩვენ მათ პირადად ვერ ვხვდებით, მაგრამ მათი ხმის მოსმენა შეგვიძლია. „თავისუფლების ხმა" ამ საუბრებისგან შექმნილი ანიმაციური ისტორიებია. მათივე ხმითა და სიტყვებით გვინდა უკეთ გავიცნოთ ადამიანები, რომელთა თავისუფლებასაც მოვითხოვთ.
პირველ ეპიზოდში ზვიად ცეცხლაძე გვიყვება დღეზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გაიმეორებდა და ადამიანებზე, რომლებიც ენატრება.
მათ ჩვენთან საუბრისთვის დრო გამონახეს. ახლა ჩვენი ჯერია, მოვუსმინოთ
