შეხვედრები გრძელდება - ამჯერად ახალქალაქი.
შეხვედრა გაიმართა ახალქალაქში ახალგაზრდებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის - "ჩემი ხმა ევროკავშირს" ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. ღონისძიება ჩატარდა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.





